სერვისები
ბრტყელი, ქანობიანი, მწვანე გადახურვა და ყველა სახის იზოლაცია
ბრტყელი სახურავი

ჩვენი კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა ყველა სახის ბრტყელი სახურავის მოწყობა. ჩვენ ვიყენებთ მსოფილიოში ცნობილი კომპანიების ბიტუმოვან-რულონურ ჰიდროსაიზოლაციო მემბრანებს, გასასმელ ჰიდროიზოლაციებსა და PVC მემბრანებს.
თანამედროვე ბრტყელი გადახურვების ჰიდროსაიზოლაციოდ უმეტესად გამოიყენება ბიტუმოვანი მემბრანები, რომლებიც მზადდება ბიტუმის ბაზაზე როგორც მინა-ქსოვილის, ასევე მისი ბოჭკოსა და პოლიმერული ქსოვილების გამოყენებით. აღნიშნული მასალები იწარმოება რულონების სახით. ჩვეულებრივ რულონის სიგანე არის 1 მ, ხოლო სიგრძე 5-დან 15-მეტრამდე. რულონის წონაც შესაბამისად მერყეობს 20 კგ-დან 38 კგ-მდე.

1.jpg   1.jpg   1.jpg   1.jpg   1.jpg
მაღალხარისხოვანი მასალა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებს დრეკადობას, არ დეფორმირდება და არ უჩნდება მიკრობზარები, ხასიათდება გაჭიმვის მაღალი კოეფიციენტით, გამოირჩევა გარემო პირობებისადმი და მექანიკური დაზიანებებისადმი მდგრადობით (ბუნებრივი მოვლენები, ტემპერატურის ცვლილება და ა.შ)
კომპანია მოდერნრუფინგისათვის ხარისხი მთავარი ღირებულებაა, ამიტომაც ჩვენს საქმიანობაში უმეტესად ვიყენებთ SBS მოდიფიცირებულ ბიტუმოვან პოლიმერულ მასალებს.
ბრტყელი გადახურვის დროს ხარისხიანი მასალითა და მაღალკვალიფიციური ოსტატების მიერ სამუშაოს შესრულებისას სახურავის საგარანტიო ვადა განისაზღვრება 10-დან 50 წლამდე.

1.jpg   1.jpg   1.jpg   1.jpg   1.jpg