სერვისები
ბრტყელი, ქანობიანი, მწვანე გადახურვა და ყველა სახის იზოლაცია
ყველა სახის იზოლაცია

ჰიდროიზოლაცია:

ბენტოშილდი, იგივე ბენტონიტური თიხის ხალიჩა გამოიყენება გვირაბების, ჰესების, აუზისა და წყალსაცავების, ტერასებისა და სახურავის გამწვანების, კოლონების, მიწისქვეშა კონსტრუქციების, შენობების საძირკვლებისა და კედლების იზოლაციისათვის. მისი მონტაჟის შემდეგ ყალიბდება წყალგაუმტარი შრე. ბენტოშილდი შეუცვლელია ისეთი გრუნტის შემთხვევაში სადაც დიდი რაოდენობით გვხვდება მიწისქვეშა წყლები.

ბენტოშილდი არის სპეციალურად შექმნილი უნიკალური ჰიდროსაიზოლაციო სისტემა, რომელიც ეფექტურად უმკლავდება ისეთ სირთულეებს რაც ტრადიციული საიზოლაციო სისტემებისათვის მიუღწეველია. იგი როგორც სანდო და თვითაღდგენადი ჰიდროსაიზოლაციო სისტემა, შენობა ნაგებობების სიცოცლხის უნარიანობის ხანგრძლივობის 100%-ან გარანტიას იძლევა.

ბენტოშილდი შეიცავს ბენტონიტური თიხის მილიონობით ნაწილაკს, რომლებიც ერთმანეთზე გადადების დროს ქმნიან ერთიან ჰიდროსაიზოლაციო ფენას. ის წყალსა და ნესტთან შეხებისას 16-ჯერ ფართოვდება მის მშრალ მდგომარეობასთან შედარებით. ბეტონსა და მიწას შორის ზეწოლის(პრესის) ქვეშ მოქცეული ბენტონიტური ხალიჩა წარმოქმნის ერთიან სქელ და შეუღწევად მასას.

მისი გაფართოების საშუალება შესაძლებლობას იძლევაშეავსოს და აღადგინოს ბეტონის ბზარები, რომელიც გამოწვეულია სეისმური მოვლენების, გრუნტისა და ბეტონის დაჯდომისას.

გასასმელი ჰიდროიზოლაცია:

სხვადასხვა სახის ჰიდროსაიზოლაციო მასალების იტალიური მწარმოებელი ფირმა „იველა“ გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს სათავეს.

განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს აღნიშნული ფირმის მიერ ნაწარმოები თხევადი, გასასმელი ჰიდროიზოლაცია რომელიც განკუთვნილია ტერასებისათვის, სახურავებისათვის, აუზებისათვის, შენობა-ნაგებობის სანიტარული კვანძებისათვის და ა.შ.

მაღალი ხარისხის ერთკომპონენტიანი ჰიდროიზოლაცია შესაძლებელია გამოყენებული იქნას როგორც კვალიფიციური ოსტატის მიერ, ასევე ინდივიდუალურად, კერძო პირის მიერ, რადგან მარტივი და საიმედო მასალაა.

თბოიზოლაცია:

ნებისმიერი შენობა-ნაგებობა შეიძლება მოეწყოს ისე რომ მას ჰქონდეს მაღალი ხარისხის თბოიზოლაცია, რაც საშუალებას იძლევა იგი ნაკლები დანახარჯებით, ეკონომიურად გათბეს ან გაგრილდეს. 

კომპანია მოდერნრუფინგი  გთავაზობთ არა მარტო თბოსაიზოლაციო მასალებს, არამედ მათი საშუალებით საცხოვრებელი და სხვა დანიშნულების შენობების დათბუნებას, ჩვენ ვიყენებთ მრავალფეროვან მასალებს ე.წ. "პენოპოლისტიროლს", ექსტრუდირებულ პენოპოლისტიროლს  /XPS/,  ქვის ბამბას, /მაგ: Rockwool/, /Paroc/  მინის ბამბას  /მაგ : ISOVER/ და ა.შ. 

ყველა სახის თბოსაიზოლაციო მასალას აქვს როგორც თბოიზოლაციის, ასევე გარკვეულწილად ბგერაიზოლაციის თვისებები.

 

ხმის იზოლაცია:

თანამედროვე მსოფლიოში მეგაპოლისის მაცხოვრებლები აფასებენ დასვენებას ხმაურისა და მუდმივი გადარბენებისაგან. ამიტომ ქალაქის მაცხოვრებელთა უმეტესობა დღეს აუცილებლად იყენებს ბინის რემონტის დროს ხმის იზოლაციის სისტემებს. არსებობს მრავალი სახის ხმის იზოლაციის მასალები. არსებობს კედლის, ჭერის და იატაკის ხმის საიზოლაციო მასალები.

ყველა სახის თბოსაიზოლაციო მასალას აქვს გარკვეული თბოდამჭერობის კოეფიციენტი და ამასთან აგრეთვე ბგერაიზოლაციის თვისებები. თუმცა კომპანია მოდერნრუფინგმა წლების განმავლობაში პრაქტიკაში აქტიურად დანერგა მსოფლიოში აღიარებული ისეთ ხმის საიზოლაციო მასალები, როგორიცაა: MORGAN, GENERAL MEMBRANE, VACUPORI,რომლებიცსაუკეთესო შედეგს იძლევიან მშვიდი და კომფორტული გარემოს შექმნაში.

 

ორთქლიზოლაცია:

დღეისათვის მსოფლიოში არსებობს მრავალი სახის ორთქლ საიზოლაციო მასალები, რომლებიც გამოიყენებიან სხვადასხვა სახის რთულ პირობებში. კომპანია მოდერნრუფინგი იყენებს ცნობილი კომპანიების მასალებს: TECHNONICOL, EUROVENT, COROTOP. ისინი ზღუდავენ სახლის შიგნით წარმოქმნილი ორთქლის ჩვეულებრივი სახით გასვლას, ახდენენ ორთქლის გაცრას და ხელს უშლიან თბოიზოლაციისა და კონსტრუქციების დანესტიანებას. გამოიყენებიან როგორც ქანობიან სახურავებში ასევე კედლებზე. კოეფიციენტები მიუთითებენ ორთქლის წინაღობის მაჩვენებელზე. რაც მეტია Sd კოეფიციენტი მით მეტია წინაღობა.