ჩვენი ხედვა
ჩვენი ხედვა

ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ გადახურვის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას, სახურავებზე გამწვანების მოწყობის კულტურის პოპულარიზებას და ჰიდროსაიზოლაციო სფეროს განვითარებას ამიერკავკასიის რეგიონში!

კომპანის მიზანია საქართველოს სამშენებლო სფეროში თანამედროვე, ამერიკული და ევროპული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა.

ჩვენ გვჯერა, რომ მაღალი ხარისხის მომსახურება პოვებს წარმატებასა და აღიარებას. სწორედ ამიტომ, მივისწრაფით თვითდამკვიდრებისაკენ, რომელიც გამოგვარჩევს, როგორც საუკეთესო ბრენდს გადახურვებისა და იზოლაციების სფეროში.

ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე.საქართველოში ერთ-ერთმა პირველებმა, ევროპული სტანდარტებისა და  ტექნოლოგიების დაცვით შევქმენით მწვანე სახურავი (Green Roof)და დღემდე აქტიურად ვეწევით ამ ეკოლოგიურად სუფთა პროექტის პოპულარიზაციას.